მივესალმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ ოპტიმიზაციის პროცესს – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 13, 2017 15:56

მივესალმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ ოპტიმიზაციის პროცესს – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

მნიშვნელოვანი

  • „ჩვენ დადებითად ვაფასებთ წარმოდგენილ კანდიდატურებს მინისტრების პოსტზე,“ - ასე აფასებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი სამთავრობო ცვლილებებს. პრემიერის გადაწყვეტილებით 4 სამინისტრო უქმდება.

სხვა სტატიები

„ჩვენ დადებითად ვაფასებთ წარმოდგენილ კანდიდატურებს მინისტრების პოსტზე,“ – ასე აფასებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი სამთავრობო ცვლილებებს. პრემიერის გადაწყვეტილებით 4 სამინისტრო უქმდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაანონსებულ ცვლილებებს მიესალმებიან.

„მივესალმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებულ ოპტიმიზაციის პროცესს. მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილებებია კულტურის, განათლების, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. რაც შეეხება, ეკონომიკის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით, მიგვაჩნია, რომ ისინი კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის საქართველოს მთავრობის საქმიანობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ოპტიმიზაციის შედეგად განხორციელებული ცვლილებები საზოგადოების თითოეულ წევრზე აისახოს პოზიტიურად,“ – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

დავით რაქვიაშვილი აცხადებს, რომ წლების განმავლობაში არსებობდა კითხვის ნიშნები უშიშროების საბჭოს შექმნის მოტივაციასთან და მის მანდატთან მიმართებაში.

„ახლა ამ სტრუქტურული ცვლილებით ნათლად გამოჩნდა, რომ ახალი უწყება ფოკუსირებული იქნება კრიზისების ოპერატიულ მართვაზე და არა უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგიულ განხილვაზე და კოორდინაციაზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ იმისთვის, რომ საქართველომ ადეკვატურად უპასუხოს არსებულ გამოწვევებს, რუსულ ოკუპაციას, ჰიბრიდულ ომს, აუცილებელია, ქვეყანაში არსებობდეს კოორდინაციის მექანიზმი უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე,“ – აცხადებს დავით რაქვიაშვილი.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 13, 2017 15:56

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,617
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics