“მივესალმები თუ სტრასბურგის სასამართლო ჩაერთვება პროცესში” – ირაკლი სესიაშვილი R2-ის საქმეზე

საქმე გვაქვს პიროვნულ უთანხმოებასთან და არა პარტიებს შორის დაპირისპირებასთან

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ევროსასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა, ქართულ ოცნებაში გამოეხმაურნენ.
პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ რუსთავი 2-თან დაკავშირებულ საქმეში სტრასბურგის სასამართლო ჩართვას მიესალმება.
”მივესალმები მთლიანად იმ პროცესს, რაც გულისხმობს, რომ რუსთავი 2-ს და მის მფლობელებს მოეხდინათ ყველა ინსტანციაში საკუთარი პოზიციების დაცვა. კიდევ უფრო მივესალმები, თუ ეს პროცესი გადავა საერთაშორისო ჭრილში, რამდენადაც საერთაშორისო საზოგადოებაში გაქარწყლდეს ყველა ის ბრალდება, თითქოს ადგილი აქვს მედიის თავისუფლების შეზღუდვას. მივესალმები, თუ სტრასბურგის სასამართლო ჩაერთვება ამ პროცესში და თავის მხრივ, ჭეშმარიტებას დაადგენს” – განაცხადა სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბათუმში საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: მე – მწუხარეს და დაღონებულს, ბერნარდ შოუს ცნობილი გამონათქვამი გამახსენა