მიუნხენის თავდამსხმელი სავაჭრო ცენტრში ხალხს უფასო საჭმელს სთავაზობდა

მიუნჰენის თავდამსხმელი სავაჭრო ცენტრში ხალხს უფასო საჭმელს სთავაზობდა

8გამოცემა The Telegraph-მა 18 წლის ირანული წარმოშობის გერმანელის ფოტო გამოაქვეყნა, რომელმაც გუშინ გვიან, მიუნხენში სროლა მოაწყო.

გამოძიების ინფორმაციით, ირანელმა ახალგაზრდამ მკვლელობა წინასწარ დაგეგმა. მან სოციალურ ქსელში გოგოს სახელით ყალბი პროფილი შექმნა და თანატოლები მაკდონალდსში მიიწვია. მსროლელი გერმანიაში დაბადებული და გაზრდილი, სკოლის მოსწავლე ალი დავიდ სონბოლი აღმოჩნდა.

გერმანიის უშიშროების სამსახურები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ თითოეული ჩვენთაგანის უსაფრთხოება და თავისუფლება დაიცვან – რამდენიმე წუთის წინ განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა.
“მიუნხენის მკვიდრებმა საშინელი ღამე გადაიტანეს” – თქვა მან.
“ჩვენ ყველანი – მე ფედერალური ხელისუფლების სახელით ვსაუბრობ – დამძიმებული გულით ვწუხვართ იმათ გამო, რომლებიც ვერასდროს დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს” – განაცხადა მერკელმა და უშიშროების სამსახურებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის.

banner
წინა სტატიაშიტერაქტი ქაბულში – 29 გარდაცვლილი და 100-ზე მეტი დაშავებული
შემდეგი სტატიაჟურნალისტი პაველ შერემეტი მინსკში, მამის საფლავის გვერდით დაკრძალეს