მიუღებლად მიმაჩნია, როდესაც ჩვენ 100%-ით უკრაინულ გუნდს, ”ქართველი რეფორმატორების გუნდს” გვიწოდებენ

მიუღებლად მიმაჩნია, როდესაც ჩვენ 100%-ით უკრაინულ გუნდს, აზრითაც და მოქალაქეობითაც, ”ქართველი რეფორმატორების გუნდს” გვიწოდებენ. ამის შესახებ ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

”ჩემთვის ანტისემიტიზმზე ნებისმიერი მინიშნებაც კი მიუღებელია, ეთნიკური, რელიგიური და რასობრივი შეუწყნარებლობის ნებისმიერ გამოვლინებასთან ბრძოლა ჩემი ცხოვრების მთელი არსია. დაშა ჩიჟი მე გუშინ სწორედ მისი განცხადების გამო დავითხოვე. ჩვენ ვერ დავემსგავსებით იმ ადამიანებს, ვინც ამ თემებზე მინიშნებებსაც კი აკეთებს, ვინაიდან ასეთ ადამიანებს მე პირად მტრებად მივიჩნევ.

იმედი მაქვს, რომ ჩვენ ერთად შევებრძოლებით ასეთ გამოვლინებებს და, ამიტომ მიუღებლად მიმაჩნია, როდესაც ჩვენ 100%-ით უკრაინულ გუნდს, აზრითაც და მოქალაქეობითაც, ”ქართველი რეფორმატორების გუნდს” გვიწოდებენ. მე ვამაყობ ჩვენი ქართული რეფორმებით, მაგრამ მიმაჩნია, რომ უკრაინულ კონტექსტში ”ქართველობაზე” აქცენტი სულ სხვა მიზნით კეთდება”, – წერს სააკაშვილი.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი – ოთარ აბესაძეს ჯანმრთელობის პრობლემები დაკავებამდეც ჰქონდა
შემდეგი სტატიასაკრებულოს წევრის, მარიკა დათუკიშვილის განცხადებით, „ქართუ ბანკთან“ აქციაზე უცნობმა მამაკაცმა სახეში ხელი გაარტყა