მიწისქვეშა გადასასვლელებში ქვეითი პატრულირება დაწესდება

თბილისის მიწისქვეშა გადასასვლელებში სათვალთვალო კამერები დამონტაჟება, მანამდე კი, ქვეითი პატრულირება დაწესდება.

“თბილსერვის ჯგუფის” დირექტორის ლევან ჯღარკავას თქმით, შემუშავდა პროექტი, რომელიც სათვალთვალო კამერის დამონტაჟებას მიწისქვეშა გადასასვლელებში, სკვერებსა და ბაღებში ითვალისწინებს. მონიტორინგს შსს-ს განახორციელებს.

რაც შეეხება გმირთა მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელს, სპეციალური ხსნარით მოირეცხა და განათების სისტემის მონტაჟი ხვალ დასრულდება.

55 მიწისქვეშა გადასასვლელიდან 33-ში ფართები იჯარით არის გაცემული. არის პრივატიზებული ფართებიც.

კახა კალაძემ “თბილსერვისს” სტრატეგიის შემუშავება სთხოვა.

ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები მოიხატება.

banner
წინა სტატიაში“კვლავ წავა ლარი ქვემოთ” – ფინანსთა სამინისტრომ ბანკებს 50 მილიონი კიდევ ასესხა
შემდეგი სტატიაჯანსუღ ჩარკვიანს ბაჩანა ბრეგვაძის გვერდით დაკრძალავენ