“Miss Planet – Georgia 2015″გაიმართება

გაიმართება

გაიმართება19 ივლისს, 20 საათზე, სასტუმრო კომპლექს “ყვარლის ედემ” -ში “Miss Planet – Georgia 2015” გაიმართება.
კომპეტენტური ჟიურის წინაშე , საქართველოს მასშტაბით გამართულ რეგიონალურ შესარჩევ კონკურსებში გამარჯვებული 20 გოგონა წარსდგება.
“Miss Planet – Georgia 2015” კონკურსზე გამარჯვებული კი, საქართველოს სახელით მონაწილეობას მიიღებს 6-დან 13 სექტემბრის ჩათვლით გამართულ კონკურსზე “Miss Planet 2015”.

შეგახსენებთ, რომ სამოდელო სააგენტო “katrini”-ს ორგანიზებით ,ამა წლის სექტემბრის თვეში, კონკურსი „Miss Planet 2015“ საქართველოში პირველად ჩატარდება.

„Miss Planet 2015“–ის ფარგლებში, 30–მდე ქვეყნის გამარჯვებული კონკურსანტი, დელეგაციის თანხლებით ესტუმრება საქართველოს.

„Miss Planet 2015“– ი ერთ კვირას, 6-დან 13 სექტემბრამდე გასტანს. კონკურსის ფარგლებში მონაწილეები აქტიურად ჩაერთვებიან საქველმოქმედო საღამოებში, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ივენთებში,დეფილეებში,ფოტოსესიებში, პრესტიჟულ წვეულებებსა და სხვადასხვა ღონისძიებებში. ასევე გაიმართება შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან: ელჩებთან, დიპლომატებთან, ბიზნესმენებთან და პოლიტიკოსებთან.

მოგახსენებთ, რომ სამოდელო სააგენტო “katrini” გახლავთ საერთაშორისო სამოდელო ორგანიზაცია INTERMODEL INTERNATIONAL GROUP, (Best Model Of The World – Georgia, Miss Teenager Universe – Georgia, Miss European – Georgia, Festival model and Talent World – Georgia, Little Miss & Mister Planet – Georgia, Little Miss World – Georgia , Miss Planet – Georgia, Mrs Planet-Georgia,Miss model of the World-Georgia) ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
ლოკაცია: ყვარელი, აღმაშენებლის ქუჩა 87ა

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ბარამიძე: ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესი ძალიან პროგრესულად მიმდინარეობს
შემდეგი სტატიადოიჩე ველე: რუსეთი საქართველოსთან შეთანხმებას არღვევს