მისისიპის შტატში სექს-უმცირესობების პრეტენზიებისაგან დასაცავი კანონი მიიღეს

მისისიპის შტატში სექს-უმცირესობების პრეტენზიებისაგან დასაცავი კანონი მიიღეს

მისისიპის გუბერნატორმა გუშინ, 5 აპრილს მიიღო კანონი, რომელიც სახელმწიფო და კერძო კომპანიებს უფლებას აძლევს მომსახურებაზე უარი განუცხადონ ერთნაირსქესიან წყვილებს, თუკი ეს თანამშრომლების რელიგიურ რწმენას შეურაცხყოფს – Associated Press-ი წერს.

კანონი გეი-აქტივისტების პროტესტის მიუხედავად შევიდა ძალაში, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ახალი კანონი დისკრიმინაციისკენ ხსნის შესაძლებლობებს. კონსერვატიულმა და რელიგიურმა სტრუქტურებმა კანონს მხარი დაუჭირეს.

ახალი ნორმატიული აქტი იცავს მათ, ვინც თვლის, რომ ქორწინება ეს მამაკაცსა და ქალს შორის კავშირია, რომ სექსუალური კავშირები მხოლოდ მსგავსი ქორწინების ფარგლებში უნდა მოხდეს და რომ ადამიანის სქესობრივი კუთვნილება ცვლილებებს არ ექვემდებარება.

კანონი ეკლესიას, რელიგიურ და საქველმოქმედო ორგანიზაციებს, კერძო ბიზნესს საშუალებას აძლევს მომსახურება არ გაუწიონ მათ, ვისი ცხვრების სტილი მორწმუნეების ხედვებს არ ემთხვევა.

სახელმწიფო სტრუქტურები კანონით, და მათ შორის ფედერალური კანონით, ვალდებული არიან არატრადიციულ წყვილებს მოემსახურონ, თუმცა ცალკეულ ჩინოვნიკებს ამაზე უარსი თქმა შეუძლიათ.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა ჩინული მრეწველობის ნაწილის საკუთარ ტერიტორიაზე გადატანაზე თანხმობა განაცხადა
შემდეგი სტატიაობამამ რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ინვესტიციის აუცილებლობაზე ისაუბრა