“მისი უტიფარი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ არ ტოვებს მბჟუტავ იმედსაც კი”- წულუკიანის გადადგომის მოთხოვნას “რესპუბლიკელები” უერთდებიან

“რესპუბლიკური პარტია” უერთდება არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის,გადადგომის შესახებ და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:
“იუსტიციის მინისტრის განცხადებები და გამოვლენილი დამოკიდებულება, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ, სცდება ყოველგვარ საღ აზრს. პროკურატურასა და სასამართლო სისტემაში პოლიტიკური კორუფციაა და უგულვებელყოფილია ადამიანის უფლებების ფუნდამენტური საფუძვლები.
ამ პროცესებში ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურა სწორედ იუსტიციის მინისტრია. ის უკვე მეხუთეჯერ იწყებს საქართველოს მთავარი პროკურორის შესარჩევ კონკურსს.
ამჯერადაც, კონკურსის შერჩევა დაიწყო ტენდენციურად და მინისტრის შეხედულებისამებრ შერჩეული საზოგადოების წარმომადგენლების მოწვევით, რაც იმთავითვე ადასტურებს ქართული ოცნების პოლიტიკური დაკვეთის შესრულების მცდელობას.
თეა წულუკიანი გამოირჩევა ბიძინა ივანიშვილისადმი უპირობო, თავგანწირული მორჩილებით. ამ გზაზე მან უარყო ყველა ის ღირებულება, რომლის დაცვის დეკლარირებული განცხადებით მოვიდა ხელისუფლებაში. მისი უტიფარი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ არ ტოვებს მბჟუტავ იმედსაც კი, რომ ის შეძლებს ვალდებულებების გააზრებას და პროცესების სწორად წარმართვას.” ნათქვამია “რესპუბლიკელების” განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი : საჭიროების შემთხვევაში საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ნებისმიერი ადამიანი იქნება დაბარებული
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში მეათეკლასელმა თავი მოიკლა