„მისი მონაწილეობითაც არის სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ“

უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი უმრავლესობის დეპუტატ თამარ ხიდაშელზე საუბრობს. თაქთაქიშვილმა აღნიშნა, რომ ხიდაშელის მონაწილეობით საქართველოს წინააღმდეგ რამდენიმე სარჩელია მომზადებული.

„თამარ ხიდაშელი, რომელიც დღეს პარლამენტის წევრია და იმჟამად გახლდათ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარე, მისი მონაწილეობითც არის სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ. მათ მოამზადეს ძალიან დიდი ნაწილი სარჩელებისა, რომელიც რუსეთის მხარეს უყენებს პრეტენზიებს. ეს არის ძალიან კარგი და მისასალმებელი, მაგრამ ჩვენ ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით თამარ ხიდაშელის მონაწილეობითაც არის მომზადებული სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ“, – აღნიშნა თაქთაქიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისირიაში ცეცხლის შეწყვეტას ოპოზიციის 97 დაჯგუფება შეუერთდება
შემდეგი სტატია„მსურდა გამეცნო ჩემი თავი დეპუტატებისთვის“, – ანა დოლიძე პარლამენტში ვიზიტის შესახებ