“მისი მიზანია პოლიტიკური ოპონენტების და ყოფილი საჯარო მოხელეების პოლიტიკური დევნა”

იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწმეთა დაკითხვის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებს ოპოზიცია.ნაციონალურ მოძრაობაში ამ ინიციატივას, ოპონენტების დევნის გაგრძელების მცდელობად აფასებენ.

როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენლი ინიციატვის მიხედვით, მოწმის მიერ ჩვენებაზე უარის თქმის შემთხვევაში, სასამართლო განხილვების დაწყებამდე, სამართალდამცავი ორგანოს მიერ უნდა მოხდეს მოწმის დაკითხვა მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით.

“მისი მთავარი მიზანია პოლიტიკური ოპონენტების და ყოფილი საჯარო მოხელეების მიმართ პოლიტიკური დევნა, შერჩევითი მართლმსაჯულება და ეს მოწმეებზე ზეწოლის, შანტაჟს, დაშინების, მათ შორის, გატაცების ფაქტების გამოყენებით და არარეალური საქმეების გამოძიებით,” – აცხადებს აკაკი მინაშვილი.

ნაციონალური მოძრაობის წევრის განმარტებით, ამიტომაც არის, რომ დღევანდელი ხელისუფლება წინააღმდეგია იმ მნიშვნელოვანი ახალი წესის, რომელიც დაიცავდა მოწმეების და არა მარტო მათ უფლებებს, როდესაც მოხდებოდა მათი დაკითხვა სასამართლოს წინაშე.

banner
წინა სტატიაში“ეს წესი თუ ამოქმედდება 1 იანვრიდან, საზოგადოებას ვეღარ დავიცავთ დანაშაულისგან”
შემდეგი სტატიათეა წულუკიანმა იუსტიციის სახლში სოციალური საწარმო გახსნა