„მიშას გამო არ დავუჭერივარ ივანიშვილს, იმის გამო დამიჭირა რასაც ერთად ვაკეთებდით“ – უგულავა

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფის საკითხზე საუბრობს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ უგულავამ მიმდინარე მოვლენებსა და მათ მიზეზებზე ისაუბრა:

„განგაშს ვინ როგორ ატეხს ამაზე მე ვერ ვილაპარაკებ, ფაქტია, რომ იყო ძალიან მძლავრი კრიზისი ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში და ისიც ფაქტია, რომ პარტია ორად გაიყო, ორი ჯგუფი ცალცალკე გააგრძელებს საქმიანობას, მინდა წარმატება ვუსურვო მათ, მას შემდეგ რაც დავრწმუნდი, რომ შეუძლებელი იყო თანაარსებობა, ბოლო იდეა რაც მქონდა, იყო ის, რომ თანაცხოვრების ახალი გზა მოგვეძებნა, თუნდაც ის, რომ შევჯერებულიყავით რა იყო ჩვენთვის საერთო, საერთო არის მთავარი, ის რომ ქვეყანა უფსკრულის პირასაა, მას მართავს არალეგიტიმური ადამიანი და აქვს აბსოლუტური ძალაუფლება, აქვს აგრესიულად მორჩილი საკონსტიტუციო უმრავლესობა, ძირითად ბირთვს არ აქვს პოლიტიკური მგრძნობელობა, ეს სახიფათო რამ არის, ის ვერ გრძნობს საზოგადოების ტკივილს, საზოგადოების მოთხოვნებს. არ აქვს ეს მგრძნობელობა არაფორმალურ მმართველს ივანიშვილს, რომელიც იმით არის დაკავებული, რომ ხეებს აქეთ-იქით დაატარებს.

ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა შანსი ყოფილიყო ეტალონი, 90-იანი წლებიდან მოყოლებული არც ერთი მმართველი პარტია არ გადაურჩა ხელისუფლების დაკარგვას. ამ თვალსაზრისით ჩვენ ვცდილობით, მიუხედავად დევნისა, რომელიც არ დამთავრებულა, მიუხედავად ამისა, ამ პარტიას ჰქონდა შანსი, როგორც ოპოზიციას შეგვექმნა ეტალონი, იმიტომ რომ გააგრძელა არსებობა. იმისათვის რომ გამოწვევებისთვის გაეძლო, აუცილებელი იყო პარტიული რეფორმები. ეს არ არის ჯარის ერთეული, ეს არის თუნდაც ძალიან ბევრი თავზეხელაღებული ადამიანის ერთობა. რეფორმები პარტიაში დაიწყო, ის გადავიდა კოლექტიურ მმართველობაზე. მიშას ვუსმენდი და ბოკერიას დაწერილია პოლიტსაბჭოო, მაშინ ბოკერია საქართველოშიც არ იყო, რა თქმა უნდა მიშაც მონაწილეობდა. ერთი რამე ძალიან გულში მომხვდა, შედარებით ის ვორდინგი რაც ბოლო ორი თვის განმავლოაბში ისმოდა, დავარცხნილი იყო, მას შეეძლო ასე წაეყვანა, ჩემი ბოლო გულისტკივილი საბოლოო ჯამში, მიშას გამო არ დავუჭერივარ მე ივანიშვილს, მან დამიჭირა იმის გამო რასაც ჩვენ ერთად ვაკეთებდით, სამართლებრივად არ ვამბობ, ვგულისხმობ პოლიტიკას“, – აცხადებს გიგი უგულავა.

banner
წინა სტატიაშიენმ-ის დანგრევის პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილზეა – გიგი უგულავა
შემდეგი სტატიათბილისის მერობაზე კენჭისყრას არ ვაპირებ – გიგი უგულავა