მირზა სუბელიანთან გვქონდა კითხვები და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გაგვიჩდება

მირზა სუბელიანთან გვქონდა კითხვები და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გაგვიჩდება, – ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ პირველი არხის ეთერში მირზა სუბელიანის შესაძლო დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

ვლადიმერ ბორცვაძე აცხადებს, რომ ვისი დაკავება იგეგმება, ამის შესახებ წინასწარ პროგნოზს ვერ გააკეთებს.

„მე წინასწარ პროგნოზს ვერ გავაკეთებ, თუ ვისი დაკავება იგეგმება, მაგრამ კითხვები რა თქმა უნდა გვქონდა ამ პიროვნებასთან, მომავალშიც გაგვიჩნდება, დარწმუნებული ვარ. ჩვენ დავკითხავთ ყველა ადამიანს, ვისზეც მივიჩნევთ, რომ ფლობს ამ საქმესთან დაკავშირებით გარკვეულ ინფორმაციას და თუ მოვიპოვებთ მტკიცებულებებს, შევაგროვებთ სათანადო მტკიცებულებებს კონკრეტული პირის მიმართ, დავაკმაყოფილებთ იმ სტანდარტს, რომელიც აუცილებელია ბრალდების წარსადგენად, გარანტიას გაძლევთ, ყველა იმ პირის მიმართ, რომელსაც დავუდასტურებთ, რომ დანაშაული ჩაიდინა, დავიწყებთ სისხლისსამართვლებრივ დევნას“, – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი, რომლის შვილი თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმეა, შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ დაკითხეს. ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.

banner
წინა სტატიაშიმირზა სუბელიანს შეხება ჰქონდა ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის კადრებთან
შემდეგი სტატიახორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის მოწმეები გარკვეული დოზით გვაწვდიან ინფორმაციას (video)