მირზა სუბელიანის დაკითხვა დასრულდა, მან შსს დატოვა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი 10 საათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.

„რამდენჯერაც დამიბარებენ, იმდენჯერ მოვალ. ხელი მაქვს მოწერილი გაუთქმელობის შესახებ და ვერაფერს გეტყვით”- განაცხადა სუბელიანმა.

ის შინაგან საქმეთა სამინისტროში გუშინ შუადღეს შევიდა დაკითხვაზე. ამასთან, მას ადვოკატი თან არ ახლდა.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/tvpirveli/videos/994957250663582/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში ფეხბურთის თამაშისას 12 წლის მოზარდი დიმიტრი კაკავა გარდაიცვალა
შემდეგი სტატიარატომ გაქურდა პანკმა ბანკი და 28 წლის შემდეგ რატომ ჩაბარდა პოლიციას