“მირტყამდნენ თავში, გვერდებში”- მორიგი ბრალდება პოლიციის მისამართით

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი დეკემბერი 14, 2017 10:56

“მირტყამდნენ თავში, გვერდებში”- მორიგი ბრალდება პოლიციის მისამართით

ქურდობის მცდელობაში ბრალდებული მამაკაცები პოლიციას უფლებამოსილების გადამეტების, არაადამიანური მოპყრობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის მცდელობაში ადანაშაულებენ. ფიზიკური ზეწოლის ფაქტს ადასტურებს ექსპერტიზის დასკვნაც. გუშინ კი ლევან კუპატაძე და დავით სარალიძე საბურთალოს მე-7 განყოფილებაში დაიბარეს, სადაც საგამოძიებო მოქმედების შემდეგ მათი ნების საწინააღმდეგოდ მორიგი ბიოლოგიური ნიმუშების აღება სურდათ.
„შემაგდეს პატარა მანქანაში. გაუჩერებლად მიდიოდა ცემა თავში, გვერდებში, ინსტიქტურად თავზე ხელებს ვიფარებდი. ხელები ამოიტრიალეს, ბორკილები დამადეს,“- განაცხადა დავით სარალიძემ.
ბრალდებულების ადვოკატების განცხადებით, სამართალდამცველები მტკიცებულებების ფალსიფიცირებით გაუხსნელი საქმეების სტატისტიკის გაუმჯობესებას ცდილობენ. იურისტები შს ახალ მინისტრს საქმის პირად კონტროლზე აყვანას სთხოვენ.

 

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი დეკემბერი 14, 2017 10:56

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,114
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics