მიროსლავ ლაიჩეკი:საქართველო ამ გადაწყვეტილებას დიდხანს ელოდა

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას მიესალმება და მას დამსახურებულს უწოდებს.

მიროსლავ ლაიჩეკი ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს და ამბობს, რომ საქართველო ამ გადაწყვეტილებას დიდხანს ელოდა.

„28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ შენგენის ზონაში ვიზის გარეშე მოგზაურობას 90 დღის განმავლობაში. მშვენიერია! ეს ნამდვილად დაიმსახურეს და დიდხანს ელოდნენ“, – წერს მიროსლავ ლაიჩეკი.

banner
წინა სტატიაში,,ამ ვიწრო ქუჩებში კომუნიზმი ვერ შემოეტევა!”
შემდეგი სტატიაცხინვალის დე ფაქტო შსს-ს ქალაქის სამმართველო ააფეთქეს