მინსკში გუშინდელი დაკავებების წინააღმდეგ აქცია გაიმართა

დღეს, მინსკის ცენტრში დაახლოებით 100-მა ადამიანმა გუშინ, შაბათს დაკავებული ადამიანების განთავისუფლება მოითხოვა. შეკრებილთა შორის იყვნენ უფლებადამცველები და ჟურნალისტები – ინფორმაციას “დოიჩე ველე” ავრცელებს.

25 მარტს ევროკავშირმა ბელორუსის ხელისუფლებას მოუწოდა გაანთავისუფლოს “ყველა დაკავებული მოქალაქე” . გაერთიანების განცხადებაში ნათქვამია, რომ უკანასკნელი დღეების განმავლობაში ხშირად ისმოდა ცნობა ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების დაკავების შესახებ, მათ შორის “ჟურნალისტებს მოვლენების გაშუქების გამო სჯიდნენ”. ბელორუსში ევროკავშირის მისიის წარმომადგენლობის თქმით, “მსგავსი რეპრესიები თავისუფალი სიტყვისა და შეკრების შესახებ” დემოკრატიის პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

ბელორუსის დედაქალაში გუშინ გამართულ საპროტესტო აქციაზე ათობით ადამიანი დააკავეს. დაკავებები ოპოზიციის არასანქცირებული მიტინგის შემდეგ დაიწყო. აქციაზე მყოფი ჟურნალისტების ინფორმაციით, დაკავებულია, დაახლოებით 100 ადამიანი, მათ შორის, ჟურნალისტები – “ბიბისიმ” გაავრცელა.

მინსკის ცენტში უსაფრთხოების ზომები გაზრდილია. ქუჩებში გამოყვანილია ბრონირებული ტექნიკა და ომონის შენაერთები.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ბელორუსის პრეზიდენტმა ქვეყანაში არეულობების მოწყობაში აშშ და გერმანია დაადანაშაულა

banner
წინა სტატიაშიდასავლეთ ბრიტანეთში აფეთქებისას 30-მდე ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიარატომ დაკარგავს აფხაზეთი ასეულ ათას დამსვენებელს