მინისტრთა კაბინეტი პარლამენტისგან ნდობის მისაღებად ემზადება

მინისტრთა კაბინეტის წევრები საპარლამენტო სესიისთვის ემზადებიან. საკანონმდებლო ორგანომ განახლებულ შემადგენლობას დღეს ნდობა უნდა გამოუცხადოს. მინისტრები ამბობენ, რომ მზად არიან დეპუტატებს იმ სტრატეგიაზე ესაუბრონ, რომელსაც ცალკეული უწყებები განახორციელებენ.

„რაც შეეხება ჯანდაცვის მიმართულების პრიორიტეტებს, ეს იქნება მიმართული პირველი პრიორიტეტი მოსახლეობის წვდომის გაზრდა მედიკამენტებზე, ამბოლატორიულ მედიკამენტებზე და ასევე სამედიცინო სერვისების მომწოდებლების ხარისხის კონტროლის სისტემის გაუმჯობესება,“-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

მედიასთან კომენტარი არ გააკეთა შს მინისტრმა, რომელმაც თქვა, რომ ამის გაკეთებას ლიფტში არ აპირებს.

banner
წინა სტატიაშიწინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია, რაზეც პრემიერმა ძალიან ღირსეულად უპასუხა
შემდეგი სტატიაეს იყო აშკარად პრემიერის სისუსტე – სერგო რატიანი კვირიკაშვილი-მელიას დაპირისპირებაზე საუბრობს