მინისტრები ოპტიმიზაციის გეგმას მთავრობის შემდეგ სხდომაზე წარადგენენ

მინისტრები სამინისტროების ოპტიმიზაციის გეგმას მთავრობის შემდეგ სხდომაზე წარადგენენ. კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ მთავრობის მომდევნო სხდომაზე ყველა ის მინისტრი წარადგენს ოპტიმიზაციის გეგმას, რომლის უწყებასაც სხვა სამინისტროსთან გაერთიანება შეეხო.

“ცვლილებები გულისხმობს სამინისტროების შერწყმას და მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების შერწყმაც. ამის მიზანი ეფექტიანი მმართველობაა. თითოეული სამინისტრო მთავრობას ოპტიმიზაციის გეგმას წარუდგენს და ეს სავარაუდოდ მთავრობის მომავალ სხდომაზე მოხდება”,- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

ამასთან, მინისტრის თქმით, კულტურისა და სპორტის სამინისტროების საშტატო განრიგები გადაიხედება. კულტურის სამინისტროში 140 თანამშრომელია, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში კი 116. გიორგაძე აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სპორტის სამინისტრო უერთდება კულტურის უწყებას, საკადრო ცვლილებები ორივე სამინისტროს შეეხება. თუმცა, საიდან რამდენი თანამშრომლის შემცირება იგეგმება, მინისტრს არ დაუკონკრეტებია.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე : გამგებლებს ჩემი მხარდაჭერა ექნებათ, მაგრამ ვიქნები ძალიან მომთხოვნი
შემდეგი სტატიამთავარ პროკურატურასთან “ბავშვთა სამყაროში” ხანძრის შედეგად დაზარალებულების აქცია მიმდინარეობს