მინი ჰიტლერის ვოიაჟი – შალვა ნათელაშვილი პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტზე

„მინი ჰიტლერის ვოიაჟი“ – ასე აფასებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი რუსეთის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ ვიზიტს.

„პუტინის ვიზიტი მე ძალიან მაგონებს ჰიტლერის ვიზიტს პარიზში, როდესაც გერმანიის ჯარებმა აიღეს საფრანგეთის დედაქალაქი და ჰიტლერი იქ ჩავიდა, როგორც გამარჯვებული ფაშისტური ძალების მთავარსარდალი. დაახლოებით, მინი ჰიტლერის ვოიაჟია ჩვენს ტერიტორიაზე ბატონი პუტინის და ძალიან ცუდია, რომ ჩვენ იძულებული გავხდით პუტინი და ჰიტლერი შეგვედარებინა ერთმანეთისთვის,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ვლადიმერ პუტინის ვიზიტის საპასუხოდ, პასუხისგებაში უნდა მისცეს სეპარატისტი ოკუპანტები და მათზე ძებნა ინტერპოლით გამოაცხადოს. მისივე თქმით, ხელისუფლებამ უნდა მიმართოს გაეროს უშიშროების საბჭოს და მოითხოვოს საგანგებო სხდომის მოწვევა, სადაც რუსეთის აგრესიას განიხილავენ.

რუსეთის პრეზიდენტი ოკუპირებულ აფხაზეთში სხვადასხვა შეხვედრას გეგმავს. აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინსა და ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას შორის პირისპირ შეხვედრა ბიჭვინთაში დღეს გაიმართება.

ასევე შედგება მოლაპარაკებები ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრებსა და რუსეთის დელეგაციას შორის. ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოფიციალურად ამ დრომდე არ ადასტურებს

banner
წინა სტატიაში„ერთი სალახანა პოეტი კრემლის დარბაზში დარჩა და ახლაც იმ დარბაზში ზის!“ – თაკო ჩარკვიანი ოკუპაციის კანონის ამუშავებას ითხოვს!
შემდეგი სტატიააფხაზეთი საქართველოა და საქართველო მათთან არის-აქცია ენგურის ხიდთან