მინდია ჯანელიძე: ეს ყველაფერი არის აბსურდის თეატრი… მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციებს, რომლის თანახმადაც ობიექტს, სადაც ტრისტან წითელაშვილი იმყოფებოდა, საიდუმლო სტატუსი ჰქონდა.

”ვინც ამ ინფორმაციას ავრცელებს, ან არ იცის რომ ამ ობიექტს არ ჰქონია საიდუმლო სტატუსი, ან შეგნებულად იტყუება. იმ ობიექტს, სადაც დარღვევა მოხდა, არ ჰქონია საიდუმლო სტატუსი. რაც შეეხება დარღვევაზე რეაგირებას, ეს ერთ დღეში არ ხდება. ჩემი მინისტრობის დროს, გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო მოკვლევა და დავუტოვეთ დასკვნა მომავალ მინისტრს, რაზე დაყრდნობითაც მიიღო გადაწყვეტილებები…ეს შემთხვევა არის სარეჟიმო წესების დარღვევა, რასაც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება აქვს, რომელიც მოხდა. არ ვიყავით ვალდებული, რომ კანონით დადგენილზე მეტით გვეცნობებინა ვინმესთვის ეს ინფორმაციები. ეს ყველაფერი არის აბსურდის თეატრი, პოლიტიკურ პროვოკაციაზე დაფუძნებული ფაქტი და ამის შესახებ მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ”, – განაცხადა მინდია ჯანელიძემ.

 

banner
წინა სტატიაში“პატრიოტთა ალიანსი – გაერთიანებულმა ოპოზიციამ” დეპუტატობის რამდენიმე კანდიდატი წარადგინა
შემდეგი სტატია“წინასაარჩევნოდ აქტუალობას იძენს საარჩევნო აგიტაციაში იმ პირთა სავარაუდო მონაწილეობა, რომლებსაც ასეთი ქმედება ეკრძალებათ”