მინდია გულუა რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს

1756e02e6a111b61f2bcfc33dfd82423__1440x46 წლის მინდია გულუას ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციაში გადაიყვანეს -ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
– პაციენტს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა. პროცედურების შემდეგ ის რეანიმაციის განყოფილებაში გადაიყვანეს – ექიმის სიტყვებს მედია ციტირებს.
რამდენიმე საათის წინ კრასნოდარში, ქართველ ბიზნესმენს, 46 წლის მინდია გულუას თავს დაესხნენ. მას საკუთარ ავტომანქანაში ცეცხლი გაუხსნეს. რუსული მედიის ცნობით, გულუას ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან დახვდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის დროს ბიზნესმენი დაცვასთან ერთად ჩეკისტების პროსპექტის 42-თან იმყოფებოდა. მოულოდნელად გულუასთან შეიარაღებული უცნობები მივიდნენ და მუცლის არეში ესროლეს. დასისხლიანებული ბიზნესმენი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიდღეს ინტერნეტი 25 წლის გახდა
შემდეგი სტატიამოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრებისა და მხარდამჭერების დევნა მიმდინარეობს