მინდელის შახტაში დაღუპულთა ცხედრები ქუთაისში, ექსპერტიზაზე გადაასვენეს

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტიდან მაშველებმა ექვსივე დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს. ცხედრები ქუთაისის პროზექტურაში გადაასვენეს. ამოყვანის ოპერაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და სამთო მაშველები ახორციელებდნენ.
„საქნახშირის“ წარმომადგენელის თქმით, დაღუპულთა ცხედრები ქუთაისში, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში საწარმოო შემთხვევების 99%-ის მიზეზი გაუფრთხილებლობა და სტანდარტების არარსებობაა
შემდეგი სტატია“უნდა შეჩერდეს მოსამართლეთა უვადო დანიშვნები”-ანა დოლიძე პარლამენტს მიმართავს