მინდა შევუერთდე მოლოდინს, რომ პროცესი წარიმართება ობიექტურად -ზურაბ აბაშიძე ჰააგის სასამართლოზე

პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე აგვისტოს ომთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოსგან ობიექტურ გადაწყვეტილებას ელოდება.

ამის შესახებ აბაშიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„მინისტრმა წულუკიანმა უკვე გააკეთა აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი. მინდა შევუერთდე იმ მოლოდინს, რომ ეს პროცესი წარიმართება ობიექტურად და ყველა კითხვას, რაც ჩვენს საზოგადოებას აინტერესებს, გაეცემა პასუხი” – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ჰააგის სასამართლოს წინასწარი განხილვის პალატამ უფლებამოსილება მიანიჭა პროკურორს ფატუ ბენსუდას, რათა დაიწყოს გამოძიება შესაძლო კრიმინალურ დანაშაულებებზე, რომელიც ჩადენილ იქნა სამხერეთ ოსეთის რეგიონში, 2008 წლის 1 ივლისიდან, 10 ოქტომბრამდე.

banner
წინა სტატიაში“ბევრი რამ ხდება ნატო-საქართველოს ურთიერთობაში, რაც ადასტურებს იმას, რომ მათიანი და პარტნიორი ხარ,”
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: არჩევნებმა აჩვენა, რომ “ქართული ოცნება” პოლიტიკურ სივრცეში დომინანტ ძალად რჩება