“მინდა, რომ დავეთანხმო მას”- “მრეწველებისთვის” პრემიერის განცხადება მისაღები აღმოჩნდა

პრემიერის დღევანდელ საგანგებო განცხადებას უკვე გამოეხმაურა ფრაქცია „მრეწველების“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ტყემელაძე. ტყემალაძე ეთანხმება პრემიერს და ამბობს, რომ თავდაცვის მინისტრი მსგავს განცხადებებს არ უნდა აკეთებდედს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ რადიკალური გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ტყემალაძის თქმით, ეს უნდა შეეხოს ორივე კოალიციაში შემავალ ორივე ფრაქციას:

„მინდა, რომ დავეთანხმო მას. დავეთანხმო იმაში, რომ ვინ დაიწყო, როგორ დაიწყო თავისტავად ჩანს ამ განცხადებიდანაც. დავეთანხმო იმაში, რომ ჯარის პოლიტიზირება და ჯარის ჩართვა ნამდვილად არ შეიძლება და განცხადებებიც კეთდება და თავდაცვის მინისტრი არ შეიძლება ასეთ განცხადებებს აკეთებდეს. რაც არ უნდა გადაწყვეტილება მიიღოს კოალიციის ლიდერმა ამ შემთხვევაში, ჩვენ იმას დავემორჩილებით. თუ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ორივეს მიმართ უნდა იყოს და არა ერთის მიმართ. მინიშნებაც თუ იქნება ამის თაობაზე, რომ ჩვენ ზედმეტი ვიქნებით კოალიციისათვის, უხმოდ და ყოველგვარი ისტერიკების გარეშე, განსხვავებით ყველა იმ პოლიტიკური პარტიისაგან, რომელიც როცა ტოვებს კოალიციას ისტერიკას მართავს ხოლმე, მივიღებთ გადაწყვეტილებას.“- განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.

banner
წინა სტატიაშიხიდაშელი მინისტრით შეიცვალა- რა ჩაასწორეს პრემიერის საგანგებო განცხადებაში?
შემდეგი სტატია“მე ვიზიარებ თავდაცვის მინისტრის განცხადებას“ – გიგლა აგულაშვილი პრემიერის განცხადებას ეხმაურება