მიმდინარეობს ხელისუფლების უზურპაცია და ამას ქართველი ხალხი გასცემს პასუხს – ზაალ უდუმაშვილი

რიგგარეშე სესიის პროტესტის ნიშნად დატოვების შემდეგ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებს, დიქტატურის დამყარების მცდელობა უწოდა.

„ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციამ დატოვა პარლამენტს სხდომა პროტესტის ნიშნად, ვინაიდან ჩვენ აქ ვხედავთ არნახულ ძალადობას საქართველოს მოსახლეობაზე. ეს არის კონსტიტუცია, რომელიც მიღებულია ხალხის ნების საწინააღმდეგოდ. მას არ ჰყავს არც საქართველოში, არც უცხოეთში მომხრე, ეს არის ერთ პარტიის კონსტიტუცია. ჩვენ ვუცხადებთ არას ერთპარტიულ დიქტატურას. ჩვენ ვუცხადებთ არას ერთი პარტიის მიერ ძალაუფლების უზურპაციის მცდელობას,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

განცხადება გააკეთა „ენმ“-ის თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმაც, რომელიც ქუთაისში, პარლამენტში იმყოფება. უდუმაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ დიქტატურულ გადაწყვეტილებას პასუხს ქართველი ხალხი გასცემს.

„აქ, ამ შენობაში დღეს წყდება საქართველოს მომავალი და წყდება, როგორ განვითარდება საქართველო ხვალ. დღეს ოფიციალურად მიმდინარეობს ხელისუფლების უზურპაცია და ამას ერთპიროვნულად აკეთებს „ქართული ოცნება“. აუცილებლად ქართველი ხალხი პასუხს გასცემს ამ თვითნებურ გადაწყვეტილებას და კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვას. თუ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მოახდინოს საბოლოო ჯამში უზურპაცია ხელისუფლების და დაამყაროს დიქტატურა, ხალხი თავად გამოძებნის გზას, როგორ გასცეს პასუხი ამ ყველაფერს,“ – აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

banner
წინა სტატიაშისახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 88წლის ქალი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიახმაური პარლამენტში – ადა მარშანია ირაკლი კობახიძეს ტრიბუნასთან გამოსვლის საშუალებას არ აძლევდა