“მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო პროცესი” – ირაკლი შოთაძე

მთავარმა პროკურორმა განმარტებები პირადი ცხოვრების ამსახველ უკანონო ჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე გააკეთა. როგორც ცნობილია, ამ საქმეზე გამოძიება მარტში დაიწყო.

როგორც შოთაძე აცხადებს, გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, მათ შორის საერთაშორისო სპეციალისტებთან კონსულტაციებით.

მისივე განცხადებით, საქმეზე ახალი დეტალების არსებობის შემთხვევაში, საზოგადოებას აუცილებლად მიეწოდება ინფორმაცია.

„საქმის საჭიროებებიდან გამომდინარე, იმ ქვეყნებში, სადაც არსებობს ის ინფორმაცია, რაც საინტერესოა და აუცილებელია გამოძიებისთვის, დაგზავნილია საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების ათეულობით მოთხოვნა ამ ეტაპზე, ნაწილზე პასუხები მიღებულია, ნაწილზე ველოდებით, შესაბამისად, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო პროცესი, თუ ვინმეს მიმართ დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა, აუცილებლად ამის შესახებ საზოგადოებას მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას,” – განმარტა ირაკლი შოთაძემ.

banner
წინა სტატიაში(video) ქართველებმა რუსებს გეორგიევსკის ლენტის მოხსნა აიძულეს
შემდეგი სტატიაე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდებულების ბრალეულობა მტკიცდება