მიმდინარე წლის ბოლომდე მაღალმთიანი სოფლების ნუსხას კიდევ ორი სოფელი დაემატება

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 10, 2017 19:17

მიმდინარე წლის ბოლომდე მაღალმთიანი სოფლების ნუსხას კიდევ ორი სოფელი დაემატება

მნიშვნელოვანი

  • მიმდინარე წლის ბოლომდე, მაღალმთიანი სოფლების ნუსხას კიდევ ორი - ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი საკირე და ტაძრისი დაემატება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ბორჯომის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

სხვა სტატიები



მიმდინარე წლის ბოლომდე, მაღალმთიანი სოფლების ნუსხას კიდევ ორი – ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელი საკირე და ტაძრისი დაემატება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ბორჯომის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ალავიძემ შეხვედრაზე, რომელიც ბორჯომის მერობის კანდიდატის ლევან ლიპარტიას მხარდასაჭერად გაიმართა, მუნიციპალიტეტის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა და მმართველი გუნდის კანდიდატს წარმატება უსურვა.

”დღეს ის ადამიანები შევიკრიბეთ, ვისაც გვწამს და გვჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევითა და მუშაობით, ულამაზეს მხარეს – ბორჯომს განვავითარებთ. ბორჯომი არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი თვალსაჩინო სავიზიტო ბარათი, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით. მთლიანად ბორჯომის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურა გვაქვს მოსაწესრიგებელი, თუმცა ეს ყველაფერი რომ გავაკეთოთ, ერთად უნდა ვიმუშაოთ“, – განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

რეგიონული განვითარების მინისტრმა ბორჯომში დაგეგმილ ინფრასტრუტურულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და მოსახლეობას მუნიციპალიტეტის აღმშენებლობის პროცესში აქტიური ჩართულობა სთხოვა.

”მინდა მოგიწოდოთ, რომ მერობის არჩევნებში მხარი ”ქართული ოცნების“ კანდიდატს დავუჭიროთ და მასთან ერთად ვიმუშაოთ ბორჯომის მუნიციპალიტეტის აღმშენებლობისთვის. ბორჯომის 24 სოფელი მაღალმთიანი სტატუსით უკვე სარგებლობს, რომელთაც კიდევ ორი – სოფელი საკირე და ტაძრისი დაემატება. აღნიშნული სოფლები მაღალმთიანი დასახლების ნუსხაში წლის ბოლომდე შევლენ და იმ შეღავათებით ისარგებლებენ, რომელიც მთავრობამ მათთვის დააწესა“, – აღნიშნა ზურაბ ალავიძემ.

ბორჯომის მერობის კანდიდატის მხარდამჭერ შეხვედრას ასევე, ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ნოემბერი 10, 2017 19:17

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,430
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics