მიმდინარე წელს რუსეთიდან  7 “კანონიერი ქურდი” გააძევეს

კიევში საქართველოს მოქალქე დააკავეს

მადრიდის სასამართლომ ქართული კრიმინალური დაჯგუფება გაათავისუფლამიმდინარე წელს რუსეთიდან  დეპორტაციას დაექვემდებარა 7 “კანონიერი ქურდი”. ამის შესახებ რუსეთის სათათბიროში განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ კოლოკოლცევმა. მისი თქმით, მიგრაციული კანონმდებლობის ეს მუხლი აქტიურად გამოიყენება ეთნიკური დანაშაულებრივი დაჯგუფებების მიმართ. 

11 “კანონიერი ქურდის” მიმართ გამოტანილ იქნა განაჩენი, რომლის მიხედვით მათი რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვალა არასასურველად.

სექტემბერში გახდა ცნობილი, რომ რუსეთიდან საქართველოში დეპორტაცია გაუკეთეს “კანონიერ ქურდს” მირონ გორგიძეს, მეტსახელად “მირიკო კუტაისკი”. როგორც კი გაანთავისუფლეს იგი კოლონიიდან, სადაც სასჯელს დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შენახვისთვის იხდიდა, მაშინათვე საქართველოში დააბრუნეს.

მანამდე, „პერსონა ნონ გრატად“ სოცოცხლის ბოლომდე გამოცხადდა ყოფილი “კანონიერი ქურდი” შალვა ავდოიანი, მეტსახელად “შალიკო ტბილისკი”.

ამა წლის მარტში, ციხიდან განთავისუფლების შემდეგ, ქვეყნიდან გააძევეს ყოფილი “კანონიერი ქურდი” ჰაიკ ნიკოგოსიანი, მეტსახელად “აიკო კარაბახსკი”. მიმდინარე წელს მოსკოვში, ასევე, დააკავეს “კანონიერი ქურდი” სულიკო შარიქაძე, რომელსაც ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს.

არასასურველად ჩაითვალა რუსეთის ტერიტორიაზე ბელორუსი “კანონიერი ქურდების” ყოფნაც. შინაგან საქმეთა მინისტრის პირადი ბრძანების საფუძველზე ქვეყანა დაატოვებინეს ბელორუსიდან ჩამოსულ შემდეგ “კანონიერ ქურდებს” : “პაშტეტი”, “მედვეჟონოკი”, “მუმუ”, “ლებედი”, “გალეი” და “საშა კუშნერი”.

banner
წინა სტატიაშინატო ევროპაში ახალ სტრუქტურებს შექმნის
შემდეგი სტატიასაქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირისგან უფრო მეტ დახმარებას მიიღებს