მიმდინარე წელს ყველაზე მეტი შემოწირულება “ქართულმა ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ” მიიღო

„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!

პოლიტიკურმა პარტიებმა მიმდინარე წლის განმავლობაში ჯამში 1 409 319 ლარის შემოწირულება მიიღეს. პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურში აცხადებენ, აქედან ყველაზე მეტი შემოწირულება – 536 355 ლარი პარტია “ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოზე” მოდის.
მათივე ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ მიღებული შემოწირულებიდან 526 000 ლარი ფულადი, 10 095 ლარი კი არაფულადი შემოწირულებაა.
1-ელი იანვრიდან დღემდე მიღებული შემოწირულების თვალსაზრისით პარტიებს შორის 279 710 ლარით მეორე ადგილზე “თავისუფალი დემოკრატები,” 260 240 ლარით მესამეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”.
რაც შეეხება სხვა პოლიტიკური ძალების მიერ წლის განმავლობაში მიღებულ შემოწირულებებს, ასე გამოიყურება: “პატრიოტთა ალიანსი” – 171 170 ლარი, “დევნილთა პარტია” – 52 151 ლარი, “თავისუფალი საქართველო” – 34 546 ლარი, “რესპუბლიკური პარტია” – 29 368 ლარი (აქედან 27 988 ლარი საწევროა), “ქრისტიან-კონსერვატიული პარტია” – 23 360 ლარი, “ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია” – 14 120 ლარი, პარტია “განახლებული საქართველოსთვის” – 2 875 ლარი, “კონსერვატიული პარტია” – 1 320 ლარი, “ხალხის პარტია” – 1 135 ლარი, “ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” – 1 107 ლარი, “ქართული პარტია” – 1 000 ლარი, “ქარტული დასი” – 861 ლარი.
პარტიების მიერ ჯამურად მიღებული შემოწირულებიდან – 1 409 319 ლარიდან 1 341 031 ლარი ფულადი, 39 965 ლარი არაფულადი, 28 323 ლარი კი საწევროა.

WWW.IPN.GE

banner
წინა სტატიაშისადახლოზე მარიხუანას შემოტანის ფაქტი გამოავლინეს
შემდეგი სტატია“რუსთავი 2”-ის თანამშრომელი შსს-ში დაიბარეს