მილანის პოლიციამ ბერლინის ტერაქტში ეჭვმიტანილი მოკლა

მილანის პოლიციამ მოკლა ტუნისელი ანის არმი, რომელიც ბერლინში საშობაო ბაზრობაზე განხორციელებულ ტერაქტში მთავარი ეჭვმიატნილი იყო – იტალიის შს მინისტრმა მარკო მინიტიმ განაცხადა. მისი თქმით, მამაკაცი “ეჭვგარეშე ანის არმია, რომელიც ტერორისტულ თავდასხმაშია ეჭვმიტანილი”.
როგორც ადგილობრივი მედია ავრცელებს, მამაკაცი წუხელ პოლიციელებმა დუკუმენტების შესამოწმებლად გააჩერეს, თუმცა მან იარაღი ამოიღო და სროლა დაიწყო. იტყობინებიან, რომ ის ყვიროდა “ალლაჰ აკბარ”-ს. სროლისას ერთი პოლიციელი დაიჭრა.

იტალიური სააგენტო “ანსის” მონაცემებით, ამრი იტალიაში საფრანგეთიდან შევიდა. ის ტურინში მატარებლით ჩავიდა, შემდეგ კი სხვა მატარებელში გადაჯდა მილანამდე.
აღნიშნული პირი 2011 წელს იტალიაში ვანდალიზმისა და ქურდობისთვის სასჯელს იხდიდა.

banner
წინა სტატიაშიბორჯომში ქალი ხიდიდან მტკვარში გადახტა
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი სოფელ აბანოში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღის გახსნის ღონისძიებას დაესწრო