მიკროავტობუსების მძღოლებს შორის მომხდარი ინციდენტის დროს ერთ-ერთი მძღოლი დაჭრეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის სამხედრო დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-ვაზიანის ხაზზე მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლებს შორის მომხდარი ინციდენტი, ერთ-ერთი მძღოლის დაჭრით დასრულდა.

თვითმხილველების თქმით, ინციდენტი ე.წ. ყვითელი და თეთრი სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს შორის მოხდა, რომლის დროსაც, ერთ-ერთმა მძღოლმა მეორეს სახის არეში დანა დაუსვა.

თბილისი-ვაზიანის ხაზზე მძღოლებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აღნიშნულ მარშრუტზე კომპანია ,,ინტერტრანსმა” ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები შეიყვანა. აღნიშნულ ხაზზე მომუშავე მძღოლებმა ყვითელი მიკროავტობუსების ხაზიდან მოხსნის მოთხოვნით ორი კვირის წინ აქციაც გამართეს.

banner
წინა სტატიაშიმარკ ცუკერბერგი, პრისცილა ჩანი, კრისტინ ლაგარდი და ლეონადრო დი კაპრიო 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში მოხვდნენ
შემდეგი სტატიაზურაბ ტყემალაძე ბარიერის 2%-მდე შემცირების ინიციატივას მხარს უჭერს