მიხეილ სააკაშვილი: არავისგან ველოდები დახმარებას

„ჩვენი სტუმარია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ებრძოდა პუტინს,“ – ასე წარადგინა CNN-ის წამყვანმა საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რომლის პირდაპირი ჩართვაც ტელეკომპანიის ეთერში ცოტა ხნის წინ დასრულდა.

მიხეილ სააკაშვილმა CNN-ის ეთერში მის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაზე და უკრაინის მოქალაქეობის გაუქმებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს არის ოლიგარქების ბრძოლა მის წინააღმდეგ და პოროშენკოს მიერ ხელმოწერილი აქტი არის საერთაშორისო ნორმების და უკრაინის კონსტიტუციის დარღვევა.

“ბრძანებულება აბსოლუტურად უკანონო იყო. არ ვეძებ არავის მხრიდან დახმარებას. მოხდა ისე, რომ შეერთებულ შტატებში ვარ ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად, რომლებიც ამერიკის მოქალაქეები არიან. მოქალაქეობა ჩამომართვეს იმავე პრობლემისა და მიზეზების გამო, რა პრობლემებიც მქონდა პუტინთან. მე წინ აღვუდექი ოლიგარქიულ და კორუფციულ რეჟიმს. მე უკრაინის პატრიოტი ვარ, მე მივიღე უკრაინის მოქალაქეობა რადგან უკრაინელმა ხალხმა მიმიწვია. პრეზიდენტმა პოროშენკომ მომანიჭა მოქალაქეობა და ის მივიღე რადგან ვფიქრობდი, რომ ისიც ერთგული იყო რეფორმების. რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უკრაინა უფრო მეტად შეეწინააღმდეგოს რუსეთის ზეწოლას. პრობლემა ისაა, რომ უკრაინის ხელისუფლება გაჰყვა იმავე გზას, რომელიც ჩვენს რეგიონში არსებობს – ესაა ოლიგარქია, კორუფცია, დემოკრატიის შესუსტება და რა თქმა უნდა აქედან გამომდინარე მე გავხდი მისი ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი. ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით, რაც უკრაინის კონსტიტუციის და საერთაშორისო სამართლის დარღვევით მოხდა, ცდილობენ მთავარი კონკურენტის ჩამოშორებას. მაგრამ უკრაინაში დიდი პროტესტია, მე მხარს მიჭერს სამოქალაქო საზოგადოება სხვა ოპოზიცური ჯგუფები, ჩემი პარტია. გვჯერა, რომ უკრაინელი ერი ამ ომში გაიმარჯვებს, ისინი შეაჩერებენ რუსეთს, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ჩამოიშორონ პოსტსაბჭოთა სტილის ოლიგარქები, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/videos/1634202029943505/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშიივანიშვილსაც არ სჭრიდება საქართველოში ჩემი ჩაყვანა, რადგან როგორც უკარაინაში ჩემი ჩასვლა ახლა უკვე ნიშნავს პოროშენკოს დამხობას, საქართველოშიც იგივეა
შემდეგი სტატიაბიჭვინთაში მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი ჩამოვარდა