მიხეილ სააკაშვილს უკან გააბრუნებენ

საქართველოს ექს-პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს პოლონეთში უკან გააბრუნებენ თუ მას არ აღმოაჩნდება სასაზღვრო პუნქტ “კრაკოვეცში” უკრაინის მოქმედი პასპორტი. ამის შესახებ ტელეკომპანია UMN -ის ეთერში განაცხადა უკრაინის სასაზღვრო სამსახურის უფროსის მოადგილემ ვასილი სერვატიუიკმა.
“სადღეისოდ ბატონ სააკაშვილს ხელზე აქვს უკრაინის რამდენიმე პასპორტი: ერთი შიდა მოხმარებითვის და ორი “უცხოური”. ეს პასპორტები შესაბამისი სახელმწიფო უწყების გადაწყვეტილებით მიჩნეულია ძალადაკარგულად და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურს მიღებული აქვს დავალება მათი ჩამორთმევის შესახებ”, – განაცხადა მან.
სერვატიუკის თქმით, თუ სააკაშვილს არ ექნება ქვეყანაში მოქმედი დოკუმენტი, მას უკან პოლონეთში გააბრუნებენ.

banner
წინა სტატიაში,,შორენა თეთრუაშვილის რეკომენდაციით მკითხავი ქალი მონაზვნად გაუშვეს“ – მეუფე პეტრე
შემდეგი სტატიაუკრაინის იუსტიციის სამინისტრო: სააკაშვილს ჯერ არ გაუსაჩივრებია მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება