მიხეილ სააკაშვილს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი უკრაინის ხელისუფლების შეცვალა

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი უკრაინის ხელისუფლების შეცვალა, იმ ხელისუფლებისა, რომელმაც ოდესაში ცვლილებების გატარებაში მას ხელი შეუშალა. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა 30 სექტემბერს მიტინგზე ოდესაში. უკრაინული სააგნეტოს “УНИАН”-ის ცნობით, მიტინგზე მისულებს სააკაშვილმა ბოდიში მოუხადა იმისთვის, რომ ვერ შესძლო ოდესაში რეფორმების გატარება, რადგან მას ცენტრალური ხელისუფლება განუწყვეტლივ უშლიდა ხელს. მისი თქმით, სწორედ ამიტომ ის არ დაიშურებს ძალღონეს, რომ ძირფესვიანად შეცვალოს ხელისუფლების ცენტრალური ორგანოები, შემდეგ კი უკვე ოდესაში დაბრუნდება და მის შეცვლას დაიწყებს.
მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა მომხრეებს შეიკრიბონ 17 ოქტომებრს კიევში და მოითხოვონ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტი.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/videos/1698951870135187/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინმა აფხაზეთს მისალოცი დეპეშა გაუგზავნა
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი თბილისის საკრებულოს ტოვებს