მიხეილ სააკაშვილს ჰოლანდიამ პირადობის მოწმობა მისცა

მიხეილ სააკაშვილს ჰოლანდიამ პირადობის მოწმობა მისცა

უკრაინიდან პოლონეთში გადეპორტებულ ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ნიდერლანდებში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცეს.

აღნიშნულ ინფორმაციას პოლიტიკოსი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.

“ჰოლანდიაში ჩამოსვლისთანავე მე გადმომცეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლებას მანიჭებს. ყველა საჭირო პროცედურას რამდენიმე წუთი დასჭირდა”, – აცხადებს სააკაშვილი.

ამასთან ყოფილმა გუბერნატორმა აღნიშნა, რომ “როგორც არასდროს, ახლა მოწადინებულია უკრაინის მოქალაქეობა დაიბრუნოს”

შეგახსენებთ, რომ უკრაინის სასაზღვრო პოლიციამ მიხეილ სააკაშვილი 12 თებერვალს კიევის ერთ-ერთ რესტორანში დაიჭირა და პოლონეთში გააძევეს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის დაზვერვა: ოცნება კვლავ შეეცდება ოპოზიცია გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენოს
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი მოუწოდებს არჩილ მამულაძეს თავი შეიკავოს სექსისტური გამონათქვამებისგან