მიხეილ სააკაშვილს არ აქვს უფლება უკრაინაში პოლიტიკური საქმიანობა წარმართოს

პოროშენკო: სააკაშვილი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ან სუვერენიტეტისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს

გამოცემა Profil-სთვის მიცემულ ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს არ აქვს უფლება უკრაინაში პოლიტიკური საქმიანობა წარმართოს, ამიტომ შესაძლოა ქვეყნიდან გააძევონ -„სააკაშვილი არ არის უკრაინის მოქალაქე. ის ასევე არ არის უკრაინელი პოლიტიკოსი, ვინაიდან ჩვენი კანონმდებლობით, საამისოდ საჭიროა, რომ ის უკრაინის მოქალაქე იყოს. ის საქართველოში გაასამართლეს. ჩემს მოვალეობებში არ შედის იმის გადაწყვეტა, თუ როგორი იქნება მისი მომავალი. მისი გაძევება შეიძლება, თუმცა მე ეს არ მსურს”. განაცხადა პოროშენკომ.
მისივე თქმით, სააკაშვილის ექსტრადირების საკითხით სახელმწიფო საიმიგრაციო და სასაზღვრო სამსახური უნდა დაკავდეს, რაზეც ის გავლენის მოხდენას არ აპირებს.

 

მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას მისი თანაგუნდელი, დავით საყვარელიძე ავრცელებს. “კურიერის” ინფორმაციით უკრაინულმა სპეცრაზმმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მის ოფისთან მდებარე ერთ-ერთ რესტორანში აიყვანა.

ამ დრომდე უცნობია კონკრეტულად, რომელმა უწყებამ დააკავა სააკშვილი და სად გადაჰყავთ ამ წუთებში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი. ადვოკატები “კურიერთან” საუბრისას აცხადებენ, რომ პროკურატურასთან ცდილობენ იმის გარკვევას, თუ სად წაიყვანესანეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/SaakashviliMikheil/videos/1847882411908798/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

 

banner
წინა სტატიაშიპეტრო პოროშენკო – მიხეილ სააკაშვილის გაძევება შეიძლება, თუმცა მე ეს არ მსურს
შემდეგი სტატიასააკაშვილი დეპორტაციის მიზნით დააკავეს