,, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გზა თვითონ აირჩია”

news
: news დეკემბერი 4, 2015 22:47 განახლებულია

,, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გზა თვითონ აირჩია”

მნიშვნელოვანი

  • უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გზა თვითონ აირჩია.

სხვა სტატიები

უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის შეფასებით, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის გზა თვითონ აირჩია.
როგორც იმერლიშვილმა “მაესტროს” ეთერში განაცხადა, არც ახსენდება პრეცედენტი, როცა რომელიმე ყოფილ პრეზიდენტს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი ეთქვას იმისთვის, რომ სხვაგან რაიმე თანამდებობა მიეღო.
“კონსტიტუცია გვეუბნება, რომ არ შეიძლება იყო სხვა ქვეყნის მოქალაქე, როდესაც საქართველოს მოქალაქე ხარ. ასე რომ, ეს გზა ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აირჩია თვითონ. მე, სამწუხაროდ, არც მახსენდება სხვა პრეცენდენტი, როდესაც ყოფილ პრეზიდენტს უარი ეთქვა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე იმისთვის, რომ სხვაგან რაიმე თანამდებობა მიეღო. მიხეილ სააკაშვილი იურისტია და ალბათ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი კანონმდებლობა უპირობოდ ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას მაშინ, როცა ხდები სხვა ქვეყნის მოქალაქე”, – აღნიშნა ირინა იმერლიშვილმა.

news
: news დეკემბერი 4, 2015 22:47 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


15,732
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics