(VIDEO) მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დატოვა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოდექის ოლქის გუბერნატორის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ოდესის პოლიციის უფროსმა გია ლორთქიფანიძემ თანამდებობა დატოვა.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაპირდა, რომ ოდესის საზღვაო პორტის მშენებლობისა და რემონტის პროექტს მხარს დაუჭერდა, თუმცა პროექტის განსახორციელებლად არაფერი გაუკეთებია.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა პეტრო პოროშენკოს მიერ ახალგახსნილი მოქალაქეთა მომსახურების ცენტრის დახურვის გამო.

“მე ეს რეალურად მომბეზრდა. მე რეალურად დავიღალე კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირებისგან. ჩვენ ვხედავთ, რომ რეგრესის ძალები პროგრესს უტევენ. ყველა ახალ წამოწყებას საფუძველშივე კლავენ. ყველაფერი ეს მთელი უკრაინის თვალწინ ხდება”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე გია ლორთქიფანიძემ ოდესის პოლიციის უფროსის თანამდებობა დატოვა. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ლორთქიფანიძე ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელიც მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გაავრცელა.

https://www.youtube.com/watch?v=k_MwBYYTfsI&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაში“ჩემი და თავდაცვის მინისტრის პოზიცია ერთმანეთს ემთხვევა”- ირაკლი სესიაშვილი სავალდებულო სამხედრო სამსახურზე
შემდეგი სტატიათამარ კეკენაძე სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენის გადაწყვეტილებას გაუაზრებელსა და ნაჩქარევს უწოდებს