მიხეილ სააკაშვილმა ეროვნული გვარდიის ნაწილები მოინახულა

gvardia-saakashviliოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ეროვნული გვარდიის ნაწილები მოინახულა, მათ შორის აზოვის მეომრები, სადაც მათ სააღდგომო საჩუქრები გადასცა. “მე მათ ხვალინდელ დღეზე ველაპარაკე, მადლობა გადავუხადე იმისთვის, რომ ისინი ოდესელების სიმშვიდეს დაიცავენ. ასეთი შენაერთი რომ გვყოლოდა ორი წლის წინ, ტრაგედია არ მოხდებოდა” – წერს სააკაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს, შსს-ს დაქვემდებარებული ეროვნული არმიის ნაწილების ოდესაში შეყვანა სთხოვა ხვალინდელი ღონისძიებისათვის, სადაც პროვოკაციებს ელოდებიან.
ხვალ პრორუსული ძალები ღონისძიების ჩატარებას აპირებენ.

banner
წინა სტატიაშიპარიზში საპირველმაისო დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა
შემდეგი სტატია2 მაისს ოდესაში არეულობას ელოედბიან