მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან პოლონეთში გაძევების პროცესს ყურადღებით ვაკვირდებით- იან კელი

საქართველოში აშშ-ის ელჩის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან პოლონეთში გაძევების პროცესს ყურადღებით აკვირდებიან. როგორც ელჩმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ზედმიწევნით იყოს დაცული სამართლიანობა.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ზედმიწევნით დაცული სამართლიანი პროცესი არა მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტის, არამედ ყველა მოქალაქის მიმართ. რომ გიპასუხოთ კითხვაზე, რა გავლენა ექნება ამ მოვლენებს საქართველოს პოლიტიკურ პროცესზე გეტყვით, ჩვენი პრიორიტეტი არის, საქართველო იყოს ძლიერი, მტკიცე და სტაბილური ქვეყანა.
ვფიქრობ, რომ საქართველომ მთელი რესურსი ამ მიზნის მისაღწევად უნდა მიმართოს, რათა უზრუნველყოს საკუთარი ხალხის კეთილდღეობა მომავალში. სხვა მიმართულებით, ყველა გადაწყვეტილება საქართველომ დამოუკიდებლად უნდა მიიღოს, რადგან არის დამოუკიდებელი ქვეყანა“, – განაცხადა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშიმრავალეროვან სამხედრო სწავლებას Agile Spirit-ს შესაძლოა საზღვაო კომპონენტი დაემატოს
შემდეგი სტატიახვალ საღამოს გვეცოდინება, შეჩერდება თუ არა მშენებლობა ატენის ქუჩაზე – გაბუნია