მიხეილ სააკაშვილის სარჩელს 24 ოქტომბერს განიხილავს ლვოვის სააპელაციო სასამართლო

ლვოვის ოლქის სააპელაციო სასამართლომ 24 ოქტომბრისთვის დანიშნა ოდესის ყოფილი გუბერნატორის, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სარჩელის განხილვა. იგი ეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილებას, რომლის თანახმად მიხეილ სააკაშვილმა უკანონოდ გადალახა უკრაინის სახელმწიფო საზღვარი.
შეგახსენებთ, 22 სექტემბერს ლვოვის ოლქის მოსტისკის რაიონულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ სცნო სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო. ამ დადგენილების თანახმად, სააკაშვილი დაჯარიმდა 3400 გრივნით.

banner
წინა სტატიაში“სიცოცხლეშივე ლეგენდად შერაცხული…”- პრეზიდენტი ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას გამოეხმაურა
შემდეგი სტატიაურთიერთობა ყაზახეთსა და ყირგიზეთს შორის იძაბება