მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა სანდრო გირგვლიანის საქმის პროკურორებს კანფეტები ესროლეს

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორები ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერებმა სასამართლოდან შეძახილებით გააცილეს და კანფეტები ესროლეს. სასამართლოში შეკრებილებმა პროკურორებს ”მეცოცხეები” უწოდეს.

“ისინი არიან მეცოცხე პროკურორები, რომლებმაც მთელი საქართველო გახვიეს ტყუილებში”, – აღნიშნა ირინა ცააძემ.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ბრალდების საქმის სასამართლო განხილვა დასრულდა. მოსამართლე გიორგი არევაძე განაჩენის გამოსატანად, სათათბიროდ გავიდა. მანამდე კი სასამართლოს დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარემ მიმართა. ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, რომელიც მას სახელმწიფოს ხარჯზე იცავს, სასამართლოს ის არგუმენტაცია გააცნო, რის საფუძველზეც აღნიშნულ საქმეზე მის გამართლებას ითხოვს.

banner
წინა სტატიაშიზესტაფონის მერიასთან ყოფილმა თანამშრომლებმა აქცია გაიმართეს
შემდეგი სტატიამაჩალიკაშვილის საზღვარგარეთ ტრანსპორტირების საკითხზე გადაწყვეტილება კვლავ არ არის მიღებული