მიხეილ სააკაშვილის კორუპციასთან ბრძოლის 15 თეზისი

http://forbes.net.ua/nation/1405880-15-tezisov-miheila-saakashvili-o-borbe-s-korrupciej

http://forbes.net.ua/nation/1405880-15-tezisov-miheila-saakashvili-o-borbe-s-korrupciejრატომ არ წარმოადგენს დიდ საფრთხეს ფიზიკური განადგურების რისკი
კიევში, უკრაინის ბიზნესის, სახელმწიფო სტრუქტურების და საზოგადოებრივი ინსტიტუტების წარმომადგენლებმა, საერთაშორისო ანტიკორუფციული კონფერენციის ფარგლებში შეაჯამეს რეფორმების შუალედური შედეგები. ყველა სპიკერი დიპლომატიური ფორმულირებებით საუბრობდა და აქცენტებს ისეთ გლობალურ ამოცანებზე აკეთებდა, რომელთა განხორციელება მომავლის საქმეა. არც ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩატარებული სამაშაოების შეფასების ღრმა ანალიზი ყოფილა. გამომსვლელთაგან მხოლოდ ერთმა – ოდესის ოლქის გუბერნატორმა, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა უკრაინის რეფორმებზე და მიღწეულ შედეგებზე კრიტიკულად – მისი შეფასებები ზედმიწევნით ზუსტი იყო.

Forbes გთავაზობთ მთავარ თეზისებს მიხეილ სააკაშვილის გამოსვლიდან:

1. საჭიროა ახალი ადამიანების აყვანა. არ შეიძლება მჟავე კიტრიან კასრში ახალი, ნედლი კიტრების ჩაყრა და ლოდინი, სანამ მთელი კასრი ნედლი გახდება.

2. ჩვენ გვყავს ძალიან კარგი, პატიოსანი მინისტრები. მაგრამ ჩვენ არ გვყავს მთავრობა. ჩვენ გვაქვს ცალკეული მინისტრების ნება, მაგრამ არ გვაქვს მთავრობის ნება. უფრო ზუსტად, გვაქვს, მაგრამ ის მთლიანად კორუმპირებულია და ანგრევს უკრაინას.

3. უკრაინას რომ ყოლოდა ისეთი მთავრობა, რომელსაც ნება ექნებოდა, რომელიც თვითონ არ იპარავს და რომლის დროსაც პრემიერის მეგობრები მილიარდერებად არ ხდებიან მუშაობის პირველსავე წელს – ყველაფერი ძალიან ადვილი იქნებოდა. შედიხარ და ეუბნები: მე არ ვაკეთებ ფულს და არც თქვენ მოგცემთ ამის უფლებას – აი წესი, როცა არაფრის მოგონება საჭირო არ არის.

4. მე რეგულარულად დავდივარ რეფორმების ეროვნულ საბჭოში. იქ დღის წესრიგში სისტემატურად დგას საკითხი, მთავრობის რეგლამენტის შეცვლის შესახებ. რვა სხდომაზე ეს ხუთჯერ გავიგონე! დიახ, შეიძლება მათი ჩაკეტვა და შეცვლიან რეგლამენტს, შეიძლება პარლამენტში ამის გაკეთება საკითხის გაყვანის გარეშეც! უბრალოდ, სულელობენ.

5. მთლიანად კორუმპირებული სასამართლოს სისტემის პირობებში პროკურატურის გარეშე არაფრის გაკეთება არ შეიძლება.

90-ან წლებში მე ვმუშაობდი საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმირებაზე. ედუარდ შევარდნაზემ თქვა: მივცეთ ძვალი ამ პატარა ბიჭებს (ოპოზიციას), რადგან მათ სურთ რეფორმების თამაში. მივცეთ სასამართლო სისტემა, მაინც არავის

სჭირდება, რადგან ყველაფერი წყდება პროკურატურის და მილიციის დონეზე. ჩვენ ჩავატარეთ გლობალური ტენდერი, მსოფლიო ბანკმა ჩვენი რეფორმა მსოფლიოში საუკეთოდ აღიარა. მაშინ მე, 26 წლის, დიდ პატივში ვიყავი. ყველგან დამატარებდნენ, რომ მომეყოლა ქართული გამოცდილების შესახებ მთელი მსოფლიოსთვის. მაგრამ რეფორმები ჩავარდა.

ჩვენ გამოვცვალეთ მოსამართლეების 100%, მივეცით კარგი ხელფასები, ავაშენეთ ახალი შენობები, მაგრამ რა მივიღეთ? პროკურატურა არ შეცვლილა, მილიცია არ შეცვლილა. საკმარისი იყო ორი თვით ხელფასის დაგვიანება, რომ 6 თვის შემდეგ რეფორმები ჩამოშლილიყო. ეს იმიტომ, რომ მოსამართლეები ან გაფუჭდნენ, ან გაიქცნენ.

ერთადერთი სისტემა, რომელიც ვერ შევცვალეთ ვარდების რევოლუციის შემდეგ, სრულიად დისკრედიტირებული სასამართლოს სისტემა იყო. ერთხელ ჩავარდა, მაგრამ მეორედ შანსი არ მიეცა. უკრაინის საზოგადოებასაც ეს ელოდება – გლობალური ცვლილებები. თუ 4-5 თვის განმავლობაში არაფერი შეიცვლება, მეორე შანსს არავინ მოგვცემს.

6. ოთხი ღამე ვპატრულირებდი ახალ პოლიციასთან ერთად. ბევრი საინტერესო რამ გავიგე. მაგალითად, ის რომ ოდესის პოლიციაში მსახურობს ბევრი კიეველი და მათ არ აქვთ ბინები, 6-7 ადამიანი ცხოვრობს ერთ ოთახში. რამდენს ხანს გაძლებს ასეთი პოლიცია? მათი ბექ-ოფისი კატასროფულ მდგომარეობაშია.

7. ერთადერთი, რასაც ჩვენ ოდესაში ვაკეთებთ – ვაშენებთ აეროპორტს. ჩვენ კი არა, ინვესტორი აშენებს – სახელმწიფოს ფული არა აქვს. რა გზებით მოხვდა ეს ინვესტორი იქ, ცალკე საკითხია, ალბათ, თაღლითობას ქონდა ადგილი, როგორც ჩვეულებრივ.

(იგორ) კოლომოისკი სახლმწიფო ავიასამსაზურის მეშვეობიათ აკონტროლებდა აეროპორტს „ბორისპოლი“. მას არ სურდა, ოდესაში აეშენებინათ ჰაბი, რომელიც ბევრად დიდი იქნებოდა, ვიდრე კიევში. ჩვენ ფრენების უზარმაზარი პოტენციალი გაგვაჩნია აზიის და ამერიკის მიმართულებით. ბოლოს და ბოლოს, დავიწყეთ მშენებლობა – და რა? პროკურატურამ სარჩელი შეიტანა, რომ გაეჩერებინათ აეროპორტის მშენებლობა. ერთადერთი, რაც შენდება! ყველა საკითხი უკვე გადაწყვიტეს, დარჩათ მხოლოდ აეროპორტის შეჩერება.

8. ოდესის საბაჟოზე, ჩვენ უარს ვამბობთ კიევიდან გამოგზავნილი საბუთების მიღებაზე, სადაც წერია, რომ შევაჩეროთ ესა თუ ის ტვირთი. მე საჯაროდ გავფანტე ქაღალდები: ეშმაკებისკენ გქონიათ გზა, ჩვენ არ გავაჩერებთ არაფერს!

ეხლა მზადდება დიდი კამპანია იმ საბაბით, რომ ოდესის საბაჟოზე შემცირებულია შემოსავლები. რასაკვირველია, შემცირდა! მე მივედი საბაჟოზე და ვკითხე პირველ ხუთ მებაჟეს, რამდენი აქვთ ხელფასი. პირველმა ოთხმა რადიკალურად განსხვავებული ოდენობა დაასახელა, მეხუთემ არ მახსოვს, შვებულებაში ვიყავიო.

9. ოდესა-რენის ავტომაგისტრალისთვის მომცეს იმდენი ფული, რამდენსაც ჩვენ საქართველოში ვხარჯავდით ერთ სოფელზე – 4,5 მლნ ევრო 9 მლნ ევროს საპირწონედ. ოდესა-რენი კი ერთ-ერთი სტრატეგიული გზაა უკრაინისთვის.

10. სახელმწიფო არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის ფუნქციების გადაცემა ადგილებზე ითვლება დიდ გარღვევად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მშვენიერია! ოდესის მერიაში ტუსოვკა ზის და იმის მოლოდინშია, როდის მიიღებს ყველა სამშენებლო ნებართვას. ესენი იბრძოლებენ კორუფციის წინააღმდეგ? სახელმწიფო არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციიდან კორუფციის ადგილობრივ დონეზე გადაყვანა ათჯერ მეტად გაზრდის კორუფციას!

11. ჩვენ ყველაფერი რადიკალურად უნდა შევცვალოთ. ჩვენთან მოხდა რევოლუცია. სახელმწიფოს მართვაში საჭიროა რევოლუციური ცვლილებები. ან ამას გააკეთებს მთავრობა, ან უკრაინელი ხალხი. მესამე ვარიანტი არ არსებობს, როგორი იმედიც არ უნდა ქონდეთ მათ, ვინც გავლენის სფეროები გაინაწილა.

რამდენჯერ უნდა მოვიდეს ხალხი და შეახსენოს, რომ არსებობს? ყოველ ჯერზე მათი შეხსენება უფრო მკაცრი ხდება. მესამედ ისინი უმკაცრესნი იქნებიან.

12. ტყუილად ფიქრობენ, რომ ადგილობრივ არჩევნებზე გამოუშვეს ორთქლი – არაფერიც არ გამოუშვიათ. ხალხი ყოველ დღე გაბრაზებულია, და სწორადაც. ისინი ხედავენ, რომ რეალურად არაფერი შეცვლილა. შესყიდვების სისტემა შეცვალეს, ორი წესიერი მინისტრი გვყავს – შენდეგ? რა შეიცვალა ხალხისთვის? მაგალითად, გარაჟის გაშენება, ძნელი იყო. განა ეხლა გაადვილდა?

მე არ ვაკეთებ არანაირ აღმოჩენებს. ეს ყველამ იცის.

13. სახელმწიფო აპარატს უკვე არა აქვს კორუფციული შემოსავლები. ჩვენი ავტოპარკი ისეა მოშლილი, რომ შეუძლებელია გადაადგილება. ბენზინს, პრაქტიკულად, არ გვისხამენ. პრესტიჟული არ არის, იმიტომ რომ ყველა გვაგინებს. ამასთან, 10, 20 ან 100 ადამიანი კიევში ითვისებს ყველაფერს. იანუკოვიჩის დროს მათ ხელფასიც ქონდათ, ფულიც შემოუდიოდათ და ინაწილებდნენ კიდეც – აქ არც ერთია, არც მეორე.

14. ფიზიკური განადგურების შიში სისულელეა. საქართველოში მაფია უფრო ძლიერი იყო. როგორც კი სახელმწიფო გამოავლენს ნებას, ისინი გარბიან. როცა ერთმა ოლიგარქმა სცადა მიენიშნებინა, როცა უკრაინის უშიშროების საბჭომ ჩაატარა გამოძიება, თითქოს მე რაღაც მემუქრება, მე მათ პირდაპირ დავცინე – სხვები დააშინეთ-მეთქი.

მე არ მეშინია ანგარიშსწორების. მე მეშინია ხალხის რეაქციის, ძალიან სწრაფი რეაქციის. ეს არის საფრთხე, და არა ის, რომ „ბენია“, „სენია“ ან ვიღაც სხვა, მე რამეს გამიკეთებს.

15. ჩვენ გვაქვს ორი გზა: ან ყველაფერს ჩქარა გავაუმჯობესებთ, ან ყველაფერი უცებვე გაუარესდება, მერე ისევ გაუმჯობესდება, მაგრამ ჩვენი მონაწილეობის გარეშე.

banner
წინა სტატიაშირუსმა მაიორმა 17 ტანკი ჯართში ჩააბარა…
შემდეგი სტატიაკახა კუკავა:ქვეყანა სადაც კონსტიტუცია ფეხებზე კიდია პრემიერ-მინისტრს, ქვეყანა არ არის, ჯუნგლებია!!!