მიხეილ სააკაშვილის ძმის დავით სააკაშვილის მიმართ საქმის წარმოება სასამართლომ შეაჩერა

კიევის პეჩერის რაიონულმა სასამართლომ 26 სექტემბერს შეაჩერა საქმის წარმოება საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმის დავით სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევების შესახებ, რომელიც აღიძრა სახელმწიფო სამიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით. ამის შესახებ განაცხადა დავით სააკაშვილის ძმის ადვოკატმა პავლე ბოგომაზოვმა. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ დავით სააკაშვილს შეუძლია დარჩეს უკრაინაში მინიმუმ 2017 წლის ნოემბრამდე.
შეგახსენებთ, ამა წლის 2 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს მისი ძმა და წაიყვანეს დაუდგენელი მიმართულებით.

banner
წინა სტატიაშიდეკანოზმა გიორგი მამალაძემ ციხიდან სკანდალური წერილი გაავრცელა
შემდეგი სტატიაგრიგორი კარასინი უკმაყოფილოა ნატო-საქართველოს მზარდი თანამშრომლობით