მიხეილ სააკაშვილის 11 წლის ვაჟი მამას დაუბრუნეს

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ მას დაუბრუნეს მისი 11 წლის შვილი, რომელიც თანმხლებ პირთან ერთად რამდენიმე საათი დაკავებული ჰყავდათ კიევის “ბორისპოლის” აეროპორტში.
“როგორც იქნა გადმომცეს ავიაკომოპანიის წარმომადგენლის ხელით, თითქოს ეს მოზარდი კი არ იყო, არამედ რაღაც ამანათი. სანამ იქ ვიდექი, განუკითხაობის სხვა მრავალი ისტორია მოვისმინე, რამდენიმე მგზავრმა კანონის დარღვევის ფაქტების შესახებ მომიყვა. ასე რომ, განუკითხაობა მარტო ჩემს მიმართ რომ ყოფილიყო გამოვლენილი, ასე საჯაროდ არ დავწერდი”, -აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, 10 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის 11 წლის შვილი და პიროვნება, რომელიც მას თან ახლდა (საქართველოს სახელმწიფო დაცვის თანამშრომელი), დააკავეს კიევის “ბორისპოლის” აეროპორტში.
სააკაშვილმა “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ დაკავებულები ორი საათია, რაც ცალკე ოთახში იმყოფებიან ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე.
სიციალური ქსელების მეშვეობით, ასევე, გავრცელდა ვიდეო, სადაც მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ “ეს ყველა კანონის დარღვევა” იყო და მოითხოვდა დაკავებული შვილის და მისი თანმხლები პირის განთავისუფლებას. “პეტია, შენ მოგეწონებოდა, რომ შენს შვილს ასე მოექცნენ?”, – შეკითხვით მიმართა მან უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს.

 

https://youtu.be/wRVIrsxU6zo

banner
წინა სტატიაშიშოტლანდიაში აფხაზ “ბოევიკთა” მემორიალის დემონტაჟი მოხდება
შემდეგი სტატიასოხუმის და ცხინვალის რეჟიმების ე.წ. პარლამენტარები სირიაში საერთო ვიზიტს გეგმავენ