(video) მიხეილ სააკაშვილი:ბიძინა ივანიშვილი ჩვეულებრივი გაქნილი ოროსანია

ადგილობრივი არჩევნები გადაწყვეტს, თუ რა ტიპის ლიდერი სურს მოსახლეობას, ჩრდილოვანი კლანური მმართველი, თუ პატიოსანი და განათლებული დედაქალაქის მერი, რომლის უკანაც ძლიერი პარტია დგას-აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

„ზალიკო პირველ რიგში არის ძალიან წესიერი ადამიანი. რა უნდა მოხდეს, რომ ზალიკომ რაღაც მოიპაროს, გააფუჭოს. უყვარს თავის ქვეყანა უსაშველოდ,“ – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

კიდევ ერთი ქალაქი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოს განვითარების მთავარ კვანძს უწოდებს, ქუთაისია. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ხელისუფლებას ამ საკითხთან მიმართებაშიც აკრიტიკებს.

“ქუთაისი კონსტიტუციით ამათ უკვე მოკლეს, ეს იყო ივანიშვილის იდეაფიქსი, ამას მთელი საქართველო სოფელი უნდა, მაგრამ ეს იყო რაღაც ჭორვილური გადმოსახედიდან, რომ ქუთაისს ქალაქად ვერ აღიქვამს,”-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ კიდევ ერთი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო.

“რომელი კონსტიტუციონალისტია ბიძინა ივანიშვილი, ჩვეულებრივი გაქნილი ოროსანია, რომელიც როცა ჩვენ ვსწავლობდით, ის ნახულობდა სხვა გზებს, ამ გაგებით ქვეყანას ვერ ააშენებ, თორემ მილიარდებს კი იშოვი, მაგაში ჩვენზე მაგარია,”-აღნიშნა სააკაშვილმა.

https://youtu.be/8IpQzL9ntM8

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს არ გამორიცხავს (video)
შემდეგი სტატიაკონსტიტუციის ახალი პროექტი – პრეზიდენტის გადაწყვეტილებამდე ერთ დღე დარჩა