“მიხეილ სააკაშვილი უჩალიჩებს სერიოზულად თავისი პარტიის წევრებსა თუ მხარდამჭერებს”

ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც ქვეყანაში არჩევნების შემდეგ მოსალოდნელ დესტაბლიზაციას ეხება, საქართველოს კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური ეხმაურბა.

ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლა მოხდება მხოლოდ არჩევნების გზით და დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით ამბობს, რომ კანონის დარღვევის უფლება არავის არ აქვს.

„მიხეილ სააკაშვილი, როდესაც ლაპარაკობს ავანტიურისტულ გეგმებზე, ის ელაპარაკება მხოლოდ თავისუფალი ზონის წევრებს? დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი საუბრები მას გაცილებით წონიან პოლიტიკურ ფიგურებთან აქვს. ორი მესიჯი მოდის აქედან: ერთი, რომ 8 ოქტომბერს ნაციონალურ მოძრაობას აქვს იმედი გადაწურული, რომ ისინი არჩევნებს მოიგებენ და პირდაპირ დესტაბილიზაცია უნდა წამოიწყონ, თითქოს არჩევნები გაყალბდა და მეორე თემა ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილი უჩალიჩებს სერიოზულად თავისი პარტიის წევრებსა თუ მხარდამჭერებს. ყველა შევთანხმდით, რომ ხელისუფლების შეცვლა და ყველაფერი მსგავსი, რაც ხელისუფლების შეცვლას უკავშირდება, მოხდება მხოლოდ არჩევნები გზით ამ ქვეყანაში,“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ძიძიგური ბოლო დროს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ მის ჩამოსვლას მიესალმება და მან პასუხები უნდა გასცეს სასამართლოს.

„ძალიან კარგი იქნება თუ ჩამოვა მიხეილ სააკაშვილი და რა კითხვებიც აქვს მასთან სასამართლოს, გაცემს პასუხს. მხოლოდ მივესალმები მის ჩამოსვლას საქართველოში, მაგრამ ისეთი გეგმები, როგორიც ჩვენ მოვისმინეთ, არავის არ აქვს უფლება ამ ქვეყანაში კანონის დარღვევით იმოქმედოს,“ – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

banner
წინა სტატიაში“მოსყიდულები”- ნიკა მელია “თავისუფალი ზონის” ყოფილ წევრებზე
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია: ივანიშვილს სურს ღარიბაშვილი დაგვასვას თავზე, მაგრამ ის პრეზიდენტი ვერ გახდება