მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე საკუთარი პარტიის „სამოქალაქო მოძრაობა ტალღას“ განცხადებას აზიარებს

მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე საკუთარი პარტიის „სამოქალაქო მოძრაობა ტალღას“ განცხადებას აზიარებს.

ტექსტში ნათქვამია. „შიში ახალი პოლიტიკური ძალების და პოლიტიკოსების კონსოლიდაციის წინაშე ამხელს პეტრო პოროშენკოს ხელისუფლების კლეპტოკრატიულ მოდელს, და აიძულებს მას, დაუშვას უხეში შეცდომები.

მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობა ჩამორთმეულია უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით. მოქალაქეობის მიღების პროცედურის დროს არასწორი ინფორმაციის მიწოდების მოტივით.

ეს გაკეთდა იმაზე გათვლით, რომ ექსტრადირების შესაძლებლობის საფრთხის არსებობის გამო, რომელსაც საქართველოს პროკურატურა ითხოვს, სააკაშვილი აღარ დაბრუნდება უკრაინაში“.- აღნიშნულია განცხადებაში

banner
წინა სტატიაშისააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა უკრაინისა და საქართველოს მთავრობების გარიგების შედეგია
შემდეგი სტატია94 მომხრე 5 წინააღმდეგი – პარლამენტმა საარჩევნო კოდექსზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია