მიხეილ სააკაშვილი: მოსამართლე ლარისა ცოკოლი მოიქცა მამაცურად და ახლა მასზე ზეწოლა განხორციელდება

“ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერმა, საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება არ აპირებდა მის დაპატიმრებას, რომ არ გამოეწვია დასავლეთის აღშფოთება. პროკურატურის ამოცანას წარმოადგენდა მისთვის აღკვეთ ღონისძიებად შინაპატიმრობის შეფარდება. ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა თქვა კიევის პეჩერის რაიონული სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ, რომელმაც არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და სასამართლოს დარბაზიდან მიხეილ სააკაშვილი გაანთავისუფლა.
“მათ ჰქონდათ დავალება უკრაინის პოლიტიკისგან ჩემი ჩამოშორების შესახებ. გესმოდათ, როგორ თქვეს? იქნები სახლში და ტელეფონით ისაუბრებ მხარდამჭერებთან? ჩვენ კი გავაკეთებთ მონტაჟს იმის შესახებ თუ როგორ მოუწოდებ შენ სახელმწიფო გადატრიალებისკენ”,- აღნიშნა სააკაშვილმა.
მისი თქმით, მოსამართლე ლარისა ცოკოლი მოიქცა მამაცურად და ახლა მასზე ზეწოლა განხორციელდება.
“მათი სისტემა იშლება. რატომ დამაკევეს? რატომ გამაჩერეს იზოლატორში ყველანაირი კავშირის გარეშე? რათა ყველას უჩვენონ: თუ ჩვენ ასე ვექცევით სააკაშვილს, რომელსაც მთელი მსოფლიო იცნობს, ყველა დანარჩენს საერთოდ გადაგივლით. მაგრამ ისინი იძულებულნი გახდნენ და გამომიშვეს, რადგან ნახეს თუ რამდენი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში”,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

https://youtu.be/Wfvnm3eUWdg

 

banner
წინა სტატიაშიპიჩორის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა
შემდეგი სტატიაკურჩენკო პოროშენკოზე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს