მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეობის დაბრუნებას კანონიერი გზით აპირებს

უკრაინის “ახალ ძალთა მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიმდინარე წელს ჩამოართვეს, განაცხადა, რომ მოქალაქეობის დაბრუნებას კანონიერი გზით აპირებს. მან 13 დეკემბერს ამ თემაზე ინტერვიუ მისცა ტელეარხ “24 Канал”.
“მოიძებნება წესიერი მოსამართლე, ზუსტად ისეთი, როგორიც პეჩერის სასამართლოში აღმოჩნდა (11 დეკემბერს პეჩერის რაიონის სასამართლომ გაანთავისუფლა მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს დარმაზიდან, – რედ.) და ის მოსამართლე დამიბრუნებს მოქალაქეობას, რომელიც უკანონოდ ჩამომართვეს”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ იგი არის მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფოს მეთაური, რომელიც მოქალაქეობის გარეშე დატოვეს.
21 დეკემბერს უნდა გაიმართოს უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს სხდომა, რომელიც განიხილავს მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნების საკითხს. სწორედ ამ დღეს მას 50 წელი შეუსრულდება.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვი, სოხუმი და ცხინვალი უკმაყოფილებას გამოხატავენ საქართველოსთვის “ჯაველინის” ტიპის რაკეტების მიყიდვის თაობაზე
შემდეგი სტატიასახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გია გაჩეჩილაძეს პასუხობს